სამართალი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გამართეს

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საელჩოსთან სანთლები და ყვავილები მიიტანეს. ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ამბის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ფრანგ ხალხს. ასევე, ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შუაგულ ევროპაში მომხდარ ამ კიდევ ერთ ძალიან საშინელ ფაქტს შეეწირნენ“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.