უცხოეთი
საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა NBC News–თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთის დახმარებამ ტერორიზმთან ბრძოლაში უზრუნველჰყო გარდატეხა სამოქალაქო ომში.
„მე ვკითხე პრეზიდენტ ასადს, რამ შეცვალა ომის მსვლელობა. „რუსეთმა“, – უყოყმანოდ მიპასუხა მან“, – დაწერა ჟურნალისტმა ბილ ნილმა თავის თვითერზე.
ასადის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ისტორიაში დარჩება როგორც ადამიანი, რომელიც თავის ქვეყანას ტერორიზმისა და ინტერვენციისგან იცავდა და სუვერენიტეტი შეუნარჩუნა.
ასადის თქმით, აშშ–ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას არ შესწევს უნარი, დაამარცხოს „ისლამური სახელმწიფო“.
შეგახსენებთ: ასადის დაპირისპირება მეამბოხეებთან, რომლებიც მის გადადგომას ითხოვდნენ, 2011 წელს დაიწყო და სრულმასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა.