საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა პოტენციური ვიცე-პრეზიდენტის სახელი დაასახელა.
Reuters-ის ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ევროპაში ნატო-ს ჯარების ყოფილი სარდალი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი გახდება.
კლინტონი სტავრიდისს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად პარტიულ ყრილობაზე, ფილადეფლიაში 28 ივლისს დაასახელებს.
მან ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევის შესახებ 8 ივნისს განაცხადა.
„ვარჩევ ყველაზე კვალიფიციურ ხალხს, მათ შორის, ქალებს, რადგან მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ მას, ვისაც ავირჩევ, პრეზიდენტად გახდომა შეეძლება, თუ მე რამე დამემართება. ეს ყველაზე მთავარი კრიტერიუმია“, - განაცხადა კლინტონმა.
ჯეიმს სტავრიდისი ევროპაში ნატო-ს ჯარების სარდალი 2009-2013 წლებში იყო.