აქტუალური
„გულწრფელად მჯეროდა, რომ ევროპული სტანდარტი გაგრძელდებოდა ბოლომდე და ჩვენ ვიქნებოდით არჩევნებამდე“- პაატა ზაქარეიშვილი

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

 “არ მქონია დაგეგმილი არჩევნებში მონაწილეობა, ამიტომ უნდა ვიფიქრო. ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია პარლამენტის წევრად, მე ვარ მკაფიოდ გამოკვეთილი ფიგურა. მიყვარს გადაწყვეტილებების მიღება”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 “სამმა პრემიერ-მინისტრმა მიმიწვია მთავრობაში, არასდროს მქონია პირობა დაყენებული, გარდა იმისა, რომ მემუშავა. შესაბამისად, მე მზად ვარ, ვიმუშაო ნებისმიერ თანამდებობაზე, თუ არ მექნება წაყენებული პირობები, - აღნიშნა მან.

 „მქონდა საუბარი პრემიერთან, ძალიან კორექტულიძალიან დიდ პატივს ვცემ მას, ჩვენ გვქონდა მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მკაფიოდ გამოჩნდა, რომქართულ ოცნებასურჩევნია, მინისტრები იყვნენ მკაფიოდ გამოკვეთილი თავის პარტიულობაში, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ, ხოლო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი პოსტზე რჩება და რესპუბლიკურ პარტიას ტოვებს.

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებს.