რედაქტორისგან
„საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოზე და რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყაროს“ – საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის მიერ 2010 წლის 10 ოქტომბერს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შუალედური შედეგები (01.01.2011 მდგომარეობით)

peopleსაინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის www.saqinform.ge (ქართული და რუსული ვერსია) ვებსაიტის მკითხველებს 2010 წლის 10 ოქტომბრიდან საშუალება აქვთ, უპასუხონ 8 კითხვას, რომლებიც განთავსებულია მთავარ გვერდზე თემატურად: „პოლიტიკა“, „ეკონომიკა“, „საზოგადოება“, „სამართალი“, “რეგიონი“, „უცხოეთი“, „რელიგია“:


  1. 1.
    უარი უნდა თქვას თუ არა საქართველომ ნატოში გაწევრების მისწრაფებაზე და საგარეო–პოლიტიკური კურსი რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე აიღოს?
  2. 2. შესაძლებელია თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან, ლტოლვილების დაბრუნება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობისას?
  3. 3. გაქვთ თუ არა სტაბილური შემოსავალი და შეგიძლიათ თუ არა თქვენი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება?
  4. 4. იქნება თუ არა საქართველოში მორიგი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ობიექტური და შეცვლის თუ არა ისინი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ბალანსს?
  5. 5. თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებები და იზღუდება თუ არა პიროვნების თავისუფლება?
  6. 6. იცნობთ თუ არა საქართველოს ახალ კონსტიტუციას და იცით თუ არა, რით განსხვავდება ის სახელმწიფოს უწინდელი ძირითადი კანონისგან?
  7. 7. საშუალება რომ გქონდეთ, გაემგზავრებოდით თუ არა საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად?
  8. საქართველოში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებლობა, როგორც სახელმწიფო რელიგია, უნდა არსებობდეს განსაკუთრებულ, სხვებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში?

თითქმის სამი თვის შემდეგ გთავაზობთ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, თანაც – ვებსაიტის www.saqinform.ge ქართულ და რუსულენოვან ვერსიებს ცალ–ცალკე, რადგან კენჭისყრის შედეგები, ისევე, როგორც ხმის მიმცემთა რაოდენობა, განსხვავებულია. ამ შედეგებს შეგნებულად არ ვაერთიანებთ შემდეგი მიზეზების გამო:

  1. ვითვალისწინებით, რომ ერთსა და იმავე რესპონდენტს საშუალება ჰქონდა, ვებსაიტის ორივეენოვან ვერსიაზე ერთდროულად მიეცა ხმა;
  2. განსხვავებანი ქართულენოვანი და რუსულენოვანი რესპონდენტების თვალსაზრისს შორის, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, თავისთავად საინტერესოა, რადგან პირველ კატეგორიას, სავარაუდოდ, უნდა მივაკუთვნოთ საქართველოში მცხოვრები ქართველები, ხოლო მეორე კატეგორიას – საქართველოში მცხოვრები ე.წ. ნაციონალური უმცირესობანი (უმრავლესობა მათ შორის რუსულენოვანია), ასევე, საიტის სტუმრები უცხოეთიდან.

რუსეთის ფედერაციაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის წარმომადგენლები ორივე კატეგორიას განეკუთვნებიან, რადგნ ერთნაირად ფლობენ ქართულ და რუსულ ენებს.

 

გამოკითხვის შედეგები (www.saqinform.ge-ს რუსულენოვანი ვერსია)

  1. კითხვაზე, „უარი უნდა თქვას თუ არა საქართველომ ნატოში გაწევრების მისწრაფებაზე და საგარეო–პოლიტიკური კურსი რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე აიღოს?“, უპასუხა 155 რესპონდენტმა, რომელთაგან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 126–მა (81.3 პროცენტი), უარყოფითი („არა“) – 29–მ (18.7 %), თავი არავის შეუკავებია („არ ვიცი“) – 0 (0%).

მაშასადამე, უმეტესობამ ხმა მისცა საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი საგარეო–პოლიტიკური კურსის შეცვლას, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაზე უარის თქმას, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას.

  1. კითხვაზე, „შესაძლებელია თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან, ლტოლვილების დაბრუნება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობისას?“, უპასუხა 140 რესპონდენტმა, რომელთაგან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა –17–მა (12.1 %), უარყოფითი („არა) – 111–მა (79.3%), თავი შეიკავა („არ ვიცი“) 12–მა (8.6%).

მაშასადამე, ხმის მიმცემთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობისას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ლტოლვილების დაბრუნება შეუძლებელია.

  1. კითხვაზე, „ გაქვთ თუ არა სტაბილური შემოსავალი და შეგიძლიათ თუ არა თქვენი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება?“, უპასუხა 79 რესპონდენტმა, რომელთაგან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 16–მა (20.3 %), უარყოფითი („არა“) – 63–მა (79.7 %), თავი არავის შეუკავებია („არ ვიცი“) – 0 (0%).

მაშასადამე, რესპონდენტთა უმრავლესობა მატერიალურად უზრუნველყოფილი არ არის – არ აქვს სტაბილური შემოსავალი და არ შეუძლია თავისი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაც კი.

  1. კითხვაზე, „იქნება თუ არა საქართველოში მორიგი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ობიექტური და შეცვლის თუ არა ისინი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ბალანსს?“, უპასუხა 94 რესპონდენტმა, რომელთაგან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 12–მა (12.8 %), უარყოფითი („არა“) – 61–მა (64.9%), თავი შეიკავა („არ ვიცი“) 21–მა (22.3%).

მაშასადამე, გამოკითხულთა უმრავლესობა სკეპტიკურადაა განწყობილი – არ სჯერა საქართველოში ნებისმიერი არჩევნების ობიექტურად ჩატარებისა და, შესაბამისად, ამჟამინდელი ხელისუფლების (საქართველოს ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის) დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვლისა.

  1. კითხვაზე, „თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებები და იზღუდება თუ არა პიროვნების თავისუფლება?“, უპასუხა 116 რესპონდენტმა, რომელთაგან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 101–მა (87.1%), უარყოფითი („არა“) –15–მა (12.9%), თავი არავის შეუკავებია („არ ვიცი“) – 0 (0%).

მაშასადამე, რესპონდენტთა დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოში ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და იზღუდება პიროვნების თავისუფლება.

  1. კითხვაზე, „იცნობთ თუ არა საქართველოს ახალ კონსტიტუციას და იცით თუ არა, რით განსხვავდება ის სახელმწიფოს უწინდელი ძირითადი კანონისგან?“, უპასუხა 80–მა რესპონდენტმა, რომელთაგან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 9–მ (11.3 %), უარყოფითი („არა“) – 71–მა (88.8 %), თავი არავის შეუკავებია („არ ვიცი“) – 0 (0 %).

მაშასადამე, გამოკითხულთა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს საქართველოს ახალ კონსტიტუციაზე და არ იცნობს სახელმწიფოს ძირითად კანონში შეტანილ ცვლილებებს.

  1. კითხვაზე, „საშუალება რომ გქონდეთ, გაემგზავრებოდით თუ არა საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად?“, უპასუხა 128 რესპონდენტმა, რომელთაგან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 124–მა (96.9 %), უარყოფითი („არა“) – 4–მა (3.1 %), თავი არავის შეუაკვებია („არ ვიცი“) – 0 (0%).

მაშასადამე, რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა, საშუალება რომ ჰქონდეს (მატერიალური, სამართლებრივი და სხვ.), საქართველოდან საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად გადასახლდებოდა.

  1. კითხვაზე, „საქართველოში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებლობა, როგორც სახელმწიფო რელიგია, უნდა არსებობდეს განსაკუთრებულ, სხვებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში?“, უპასუხა 52 რესპონდენტმა, რომელთაგან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 11–მა (21.2 %), უარყოფითი („არა“) – 41–მა (78.8 %), თავი არავის შეუკავებია („არ ვიცი“) – 0 (0%).

მაშასადამე, ვებსაიტის www.saqinform.ge რუსულენოვან ვერსიაზე ხმის მიმცემთა უმრავლესობა საჭიროდ არ მიიჩნევს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და მართლმადიდებლობისთვის, როგორც საქართველოს სახელმწიფო რელიგიისთვის, სხვებთან შედარებით განსაკუთრებული, პრივილეგირებული სტატუსის მინიჭებას

სულ ვებსაიტის www.saqinform.ge რუსულენოვან ვერსიის 8 კითხვას 844 პასუხი გაეცა. 

 

სოცგამოკითხვის შედეგები (www.saqinform.ge ქართულენოვანი ვერსია)

  1. კითხვაზე, „უარი უნდა თქვას თუ არა საქართველომ ნატოში გაწევრების მისწრაფებაზე და საგარეო–პოლიტიკური კურსი რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე აიღოს?“, უპასუხა 186–მა რესპონდენტმა, რომელთაგან დადებითი პასუხი („დიახ“) იყო 125 (67.2 %), უარყოფითი („არა“) – 48 (25.8%), 13–მა (7 %) თავი შეიკავა („არ ვიცი“).

მაშასადამე, უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი საგარეო–პოლიტიკური კურსის შეცვლას, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაზე უარს და რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას.

  1. კითხვაზე, „შესაძლებელია თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან, ლტოლვილების დაბრუნება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობისას?“, უპასუხა 223–მა რესპონდენტმა, რომელთაგან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 41–მა (18.4 %), უარყოფითი („არა“) – 158–მა (70.9 %), თავი შეიკავა („არ ვიცი“) 24–მა (10.8 %).

მაშასადამე, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობისას რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ლტოლვილების დაბრუნება შეუძლებელია.

3.კითხვაზე, „ გაქვთ თუ არა სტაბილური შემოსავალი და შეგიძლიათ თუ არა თქვენი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება?“, უპასუხა 79 რესპონდენტმა, რომელთაგან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 38–მა (22.1 %), უარყოფითად უპასუხა („არა“) – 123–მა (71.5 %), თავი შეიკავა („არ ვიცი“) 11–მა (6.4 %).

მაშასადამე, რესპონდენტთა უმრავლესობა მატერიალურად უზრუნველყოფილი არ არისარ აქვს სტაბილური შემოსავალი და არ შეუძლია თავისი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაც კი.

  1. კითხვაზე, „იქნება თუ არა საქართველოში მორიგი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ობიექტური და შეცვლის თუ არა ისინი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ბალანსს?“, უპასუხა 97–მა რესპონდენტმა, რომელთაგან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 10–მა (10.3 %), უარყოფითი („არა“) – 77–მა (79.4%), თავი შეიკავა („არ ვიცი“) 10–მა (10.3%).

მაშასადამე, გამოკითხულთა უმრავლესობა სკეპტიკურადაა განწყობილი – არ სჯერა საქართველოში ნებისმიერი არჩევნების ობიექტურად ჩატარებისა და, შესაბამისად, ამჟამინდელი ხელისუფლების (საქართველოს ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის) დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვლისა.

  1. კითხვაზე, „თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებები და იზღუდება თუ არა პიროვნების თავისუფლება?“, უპასუხა 211-მა რესპონდენტმა, რომელთაგან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 199–მა (94.3%), უარყოფითი („არა“) –10–მა (4.7 %), თავი შეიკავა („არ ვიცი“) – 2–მა (0.9 %).

მაშასადამე, რესპონდენტთა დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოში ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და იზღუდება პიროვნების თავისუფლება.

  1. კითხვაზე „იცნობთ თუ არა საქართველოს ახალი კონსტიტუციას და იცით თუ არა, რით განსხვავდება ის სახელმწიფოს უწინდელი ძირითადი კანონისგან?“, უპასუხა 122–მა რესპონდენტმა, რომელთაგან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 12–მა (9.8 %), უარყოფითი („არა“) – 96–მა (78.7 %), თავი შეიკავა („არ ვიცი“) 14–მა (11.5 %).

მაშასადამე, გამოკითხულთა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს საქართველოს ახალ კონსტიტუციაზე და არ იცნობს სახელმწიფოს ძირითად კანონში შეტანილ ცვლილებებს.

  1. კითხვაზე, „საშუალება რომ გქონდეთ, გაემგზავრებოდით თუ არა საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად?“, უპასუხა 158–მა რესპონდენტმა, რომელთაგან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 111–მა (70. 3 %), უარყოფითი („არა“) –29–მ (18.4 %), თავი შეიკავა („არ ვიცი“) – 18–მა (11.4 %).

მაშასადამე, რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა, საშუალება რომ ჰქონდეს (მატერიალური, სამართლებრივი და სხვ.), საქართველოდან საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად გადასახლდებოდა.

  1. 8. კითხვაზე, „საქართველოში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებლობა, როგორც სახელმწიფო რელიგია, უნდა არსებობდეს განსაკუთრებულ, სხვებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში?“, უპასუხა სულ 8 რესპონდენტმა (შენიშვნა – რუბრიკამ „რელიგია“, სადაც განთავსებულია ეს შეკითხვა, ვებსაიტზე ფუნქციონირება დაიწყო მხოლოდ 2010 წლის დეკემბერში), დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა რვავემ (100 %).  
  2. 9. მაშასადამე, ვებსაიტის www.saqinform.ge ქართულენოვან ვერსიაზე ხმის მიმცემთა უმრავლესობა, რუსულენოვანი რესპონდენტებისგან განსხვავებით, საჭიროდ მიიჩნევს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და მართლმადიდებლობისთვის, როგორც საქართველოს სახელმწიფო რელიგიისთვის, სხვებთან შედარებით განსაკუთრებული, პრივილეგირებული სტატუსის მინიჭებას.

სულ ვებსაიტის www.saqinform.ge ქართულენოვან ვერსიის 8 კითხვაზე საინფორმაციო–ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა 1084 პასუხი მიიღო.

ვებსაიტის www.saqinform.ge ორივე ვერსიის შედეგებით, 8 კითხვაზე საინფორმაციო–ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა 1928 პასუხი მიიღო. 

 

(სოციოლოგიური გამოკითხვა გრძელდება)