პოლიტიკა
„ქართული პარტია“ აფასებს ვეტერანთა აქციის დაშლას, როგორც ხელისუფლების არაადექვატურ მოქმედებას. როგორც პარტიის ერთერთმა ლიდერმა კოკა გუნცაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლებამ ვერ აიტანა ვეტერანთა მშვიდობიანი აქცია და მათ მიმართ გამოავლინა განსაკუთრებული სისასტიკე.
მისი თქმით, ამგვარი პროვოკაციული მოქმედებები ჩასახავენ ხოლმე სერიოზულ პროცესებს, რომელთა მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობა ხელმძღვანელობას დაეკისრება.