სამართალი
შსს-მ ვაჩიანში მომხდარი მკვლელობა გახსნა

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნოდარ . დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ნოდარ ა-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ქურდობის მიზნით ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალბატონი და მისი 2 შვილი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.