საზოგადოება
30 ივლისს ივანიშვილის მიერ აშენებულ და სახელმწიფოსთვის ნაჩუქარ საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს პოპ-ვარსკვლავი კრისტინა აგილერა გახსნის

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. 2016 წლის 30 ივლისს საქართველოს ექსპრემიერის, მილიარდერისა და ფილანტროპი ბიძინა ივანიშვილის მიერ შეკვეთილში, შავი ზღვის სანაპიროზე საკუთარი სახსრებით (200 მლნ დოლარი) აშენებულ საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს მსოფლიო პოპ-ვარსკვლავი კრისტინა აგილერა გახსნის.

 ამ მოვლენისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციას Black Sea Arena-ს დირექტორი დიმიტრი ბერიძე და ივანიშვილის ბიზნესკომპანიის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი დაესწრნენ.

 შოუ–კონცერტზე დასწრებას 10 ათასი ადგილობრივი და უცხოელი მელომანი შეძლებს. კრისტინა აგილერა თავის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ბილეთების გაყიდვა ონლაინ–რეჟიმში 12 ივლისს საიტზე www.tkt.ge დაიწყება. ბილეთების ფასი 50, 60 და 100 ლარი იქნება. VIP-ადგილები 600 ლარი ეღირება. იქნება 150 და 170–ლარიანი ბილეთებიც.