უცხოეთი
აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ რეფერენდუმზე 1%–ზე ნაკლები ამომრჩეველი მივიდა

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შესახებ რეფერენდუმი არ შედგა. 133 000-მდე რეგისტრირებული მოქალაქიდან საარჩევნო უბანთან მხოლოდ 1628 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1,23 პროცენტს შეადგენს.

ვადამდელი ე.წ. საპარლამენტო არჩევნების გამართვას 750 ადამიანმა, 761-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი, 117 ბიულეტენი კი ბათილად იქნა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმს უნდობლობა გამოუცხადეს ოპოზიციურმა ძალებმა და მასში მონაწილეობაზე უარი თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე სწორედ მათ მოითხოვეს რეფერენდუმის გამართვა.

რეფერენდუმზე დაბალ აქტივობას დეპუტატი ლეონიდ ჭამაღუა საკითხის არააქტუალობით ხსნის. მისი განცხადებით, ვადამდელი არჩევნები კონფლიქტებთან, არასტაბილურობასთან ასოცირდება, მოქალაქეებს კი სიმშვიდეში ცხოვრება სურთ.