საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპის 4 ქვეყანაში როტაციის პრინციპით დამატებით 4 მრავალეროვნული ბატალიონი განლაგდება.
„აღმოსავლეთ რეგიონში გადავწყვიტეთ 4 ბატალიონით გავაძიეროთ ჩვენი ძალები ესტონეთის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის სახელმწიფოებში როტაციულ საფუძველზე. ბატალიონები იქნება მაღალი სამხედრო მზადყოფნის და მრავალეროვანი შემადგენლობის, რაც ფაქტობრივად ასახავს ყველა წევრი ქვეყნის ჩართულობას და ერთ მოკავშირეზე შეტევა იქნება ჩათვლილად მთელ ალიანსზე შეტევად.
გერმანია წარუძღვება ლიტვაში ბატალიონის ყოფნას, ბრიტანეთი ესტონეთში, აშშ გაუძღვება ბატალიონის მუშაობას პოლონეთში.
საფრანგეთის ხელმძღვანელობით მომავლ წელს რუმინეთში იგეგმება მრავალეროვანი ბრიგადის შექმნა.
ჩვენ განვაცხადეთ საწყის საოპრეაციო შესაძლებლობების მექანიზმის ამუშავება ნატოს ბალისტიკური სარაკეტო სისტემებთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ ესპანეთში ბაზირებული ამერიკული სამხედრო საზღვაო ძალები იქნება, რადარები თურქეთში და გზის გადამჭრელები რუმინეთში ნატოს კონტროლისა და სარდლობის ქვეშ იმუშავებს.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სისტემისთვის ჩვენ მთლიანად მთელ შესაძლებლობებს ვიყენებთ დაცვისთვის, რაც გახლავთ ევროატლანტიკური ალიანსის დამცავი ფარი და რუსეთს არ ემუქრება არავითარი საფრთხე.
ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავიწყეთ წინ ნაბიჯების გადადგმა!" - განაცხადა სტოლტენბერგმა.