საზოგადოება
ვახტანგ რჩეულიშვილსა და "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. „პროვოკატორებო, დამნაშავეებო, მე თქვენ გაჩვენებთ, ვინ არის დამნაშავე!“ - ვახტანგ რჩეულიშვილსა და “ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს შორის თბილისის პროკურატურასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 აქციის მონაწილეები დავალიანების დაფარვას მოითხოვდნენ. ვახტანგ რჩეულიშვილი კი პასუხისმგებლობას მთლიანად სახელმწიფოს აკისრებს.

 “ვერ ვამთავრებთ იმიტომ, რომ ჩვენი ფული აქვს სახელმწიფოს და არ გვაძლევს იმიტომ, რომ ფული სჭირდება საარჩევნო კამპანიაზე დღევანდელ მთავრობას. ამიტომაც არ ახდენენ დაბრუნებას ბიუჯეტიდან ჩვენი კუთვნილი თანხის. არჩევნები არის კომპანიების დაღუპვა საერთოდ. ახლა გვიშინებენ ინვესტორებს, ვინც ფული უნდა შემოიტანოს. რატომ, რომ ჩვენმა მოყვანილმა ინვესტორმა არ ჩაიგდოს და ჩაიგდოს ამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომლებიც სააკაძის მოედანზე არიან“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.    

 შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურაში დაიკითხა მისი მეუღლე, “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი. მათი შვილი გურამ (გუკა) რჩეულიშვილი კი  პროკურატურაში არ გამოცხადდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არაფერი იციან გუკა რჩეულიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ.