აქტუალური
10 ივლისიდან 10 აგვისტომდე სომხეთში გაზის მიწოდება შეწყვეტილია

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს გაზსატრანსპორტო კომპანიამ  ოფიციალურად აუწყა კომპანია „გაზპრომ არმენიას“ 2016 წლის 10 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდების დროებით შეწყვეტის შესახებ გაზსადენის დაზიანებულ მონაკვეთებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.

ბუნებრივი აირით სომხეთში მომხმარებლების მომარაგება აბოვიანის მიწისქვეშა გაზსაცავის რეზერვებით მოხდება.