უცხოეთი
ათენში ნატოს საწინააღმდეგო კონფერენცია გაიმართა

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ბერძენმა აქტივისტებმა ათენში გამართეს კონფერენცია სახელწოდებით „არა ომს. არა ნატოს“, რომელიც ალიანსის აგრესიულ პოლიტიკას მიეძღვნა, რაც მნიშვნელოვნად აისახება მსოფლიოსა და ქვეყანაში უსაფრთხოების დონეზე.

 კონფერენციის მონაწილეთა აზრით, საერძნეთმა უნდა გადახედოს თავის წევრობას ალიანსში, რომლის სამიტიც 8 ივლისს ვარშავაში გაიმართება.

 „დე–ფაქტო უკვე განხორციელდა ეგეოსის ზღვის გაყოფა. კვიპროსის მოვლენები, ომი სირიაში და შემაშფოთებელი მოვლენები შავ ზღვაზე უკრაინასთან დაკავშირებიტ – ეს ყველაფერი ევროპის სამხრეთ ნაწილში ნატოს ბაზების გაფართოებას იწვევს. ამასთან, ოდესის პორტებთან და ხერსონში სამ აეროპორტთან ერთად ალიანსი თავის პოზიციებს განამტკიცებს რუსეთის ცხვირწინ, რამაც არ შეიძლება არ შეაშფოთოს მოსკოვი და აიძლებს საპასუხო ნაბიჯების გადადგმა. ომი ბუნდოვან საფრთხეს აღარ წარმოადგენს და მასში ჩვენი ქვეყნის უშუალო მონაწილეობის ალბათობა ასეთი თვალსაჩინო არასდროს ყოფილა“, – ნათქვამია ღონისძიების პრესრელიზში.