უცხოეთი
საქართველო,11 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის განთავსების შესახებ ნატო–ს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „საუბრები რუსეთიდან მომავალ რაიმე საფრთხეზე აბსურდული და არა შორსმჭვრეტელურია“.
„აბსოლუტურად მოკლე განჭვრეტის მქონე ორგანიზაცია უნდა იყო, რომ რუსეთიდან მომავალ რაიმე საფრთხეზე ისაუბრო. აბსურდია, ვისაუბროთ რუსეთიდან მომავალ რაიმე საფრთხეზე იმ დროს, როდესაც ათობით ადამიანი ევროპის ცენტრში და ასობით ადამიანი ახლო აღმოსავლეთში ყოველდღიურად იღუპება“, – განაცხადა, „Reuters”–ის ცნობით, პესკოვმა.