საზოგადოება
თამაზ მეჭიაური: „ჯონ კერის ვიზიტმა დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ კოლონიურ მდგომარეობაში“

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ახალი პარტია “თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა. „ჯონ კერის ვიზიტმა დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ კოლონიურ მდგომარეობაში, როდესაც, ერთის მხრივ, ჩვენი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, დანარჩენი კი უფრო ხავერდოვნად ოკუპირებული აქვს აშშ-ს. ახლა ეს უფრო მეტი პატივია, რადგან ცოტა უფრო მაღალი თანამდებობის პირმა დაგვარიგა ჭკუა და დირექტივები მისცა როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას და უთხრა, რომ თუ ისეთი არ იქნება არჩევნების შედეგი, როგორიც ჩვენ მოგვეწონება, შეიძლება ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვქვეშ დადგესო“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.