რედაქტორისგან
რაში სჭირდება დიდ ამერიკას პატარა საქართველო: არნო ხიდირბეგიშვილი - ვარშავის სამიტის მთავარ ამოცანაზე

 „ვარშავის სამიტის მთავარი ამოცანა  შავ ზღვაზე ნატოს ფლოტის შექმნა იყო, რომლის გემები აღჭურვილი იქნება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტებით“

 

 ხშირად მეკითხებიან - რაში სჭირდება დიდ ამერიკას პატარა საქართველო?

 თავიდან საქართველო აშშ-ს სჭირდებოდა, როგორც ერთადეთი დერეფანი კასპიის ზღვაზე გასასვლელად  -  ენერგეტიკული სამდიდრის ხელში ჩასაგდებად, რუსეთის გავლენის და ინტერესების დასაბლოკად და ირანზე შესაძლო იერიშის განსახორციელებლად.

 მაგრამ მას შემდეგ, რაც 2003 წელს კასპიის სანაპირო ქვეყნებმა - აზერბაიჯანმა, რუსეთმა. ირანმა, ყაზახეთმა და თურქმენეთმა - „კასპის ზღვის საზღვაო გარემოს დაცვის ჩაჩო ხელშეკრულება“ დადეს, რითაც კასპიის ზღვის ფსკერი ერთმანეთში გაინაწილეს, ხოლო 2017 წელს „კასპის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციას“ მოაწერენ ხელს, რომლითაც ნატოს ფლოტის და ნებისმიერი არასანაპირო ქვეყნის გემების ყოფნა კასპიის ზღვის აუზში აკრძალულია, აშშ-ის გეგმები ჩაიშალა.

 ამერიკულ პროექტს საბოლოოდ ჯვარი დაუსვა ყაზახეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლა, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს და რომელშიც თურქმენეთიც აუცილებლად გაწევრიანდება; ირანის ბირთული პროგრამის დახურვა რუსეთის წყალობით,  რითაც ირანის მიმართ ყველანაირი პრეტენზია მოიხსნა და აშშ-ს ამ ისლამურ რესპუბლიკაზე იერიშის საბაბი წაერთვა; ყარაბაში ბოლო, ყველაზე მასშტაბური სამხედრო მოქმედების შეჩერება რუსეთის წყალობით, რის გამოც აზერბაიჯანი რუსეთის დიდად მადლიერი დარჩა.

 ამიტომ დღეს ამერიკას საქართველო სჭირდება უკვე არა კასპიის, არამედ შავი ზღის კონტროლის ქვეშ ასაყვანად, რომლის სანაპირო ქვეყანას, ისევე, როგორც კასპიის ზღვის შემთხვევაში, აშშ არ წარმოადგენს.

 2011 წლის 12 დეკემბერს, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში “ONE WAY TICKET” ვამბობდი, რომ სააკაშვილის პროექტი „ლაზიკა“ - წყალღრმა საზღვაო პორტი „ანაკლიის“ აშენება - სანამდვილეში იქნება პირველი ამერიული საზღვაო ბაზა შავ ზღვაზე, სადაც, 1936 წლის მონტრიოს კონვენციის მიხედვით, ამერიკის და ყველა დანარჩენი არასანაპირო სახელმწიფოს სამხედრო გემებს 21 დღეზე მეტით დარჩენა ეკრძალებათ, ამასთან, მათი საერთო წყალწყვა 30 ათას ტონას არ უნდა აღემატებოდეს.

 ამიტომ აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებს შავი ზღვის მუდმივად პატრულირება მხოლოდ ნატოს გაერთიანებული ფლოტილიის შემადგენლობაში შეეძებათ, რადგან შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოებს შორის ალიანსის წევრი სამი ქვეყანაა (შავი ზღვის სანაპირო ქვეყნები არიან: რუსეთი, საქართველო, უკრაინა, და ნატოს წევრები თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი).

 ამიტომ 2016 წლის 8-9 ივლისს ვარშავაში ნატოს სამიტის მთავარი ამოცანა შავ ზღვაზე ნატოს ფლოტის შექმნა იყო, რომლის გემები აღჭურვილი ქნება ერთიანი ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტებით.

 მაგრამ სამიტამდე 4 დღით ადრე ბულგარეთმა შავი ზღვის პატრულირებაზე უარი თქვა, რადგანაც თურქეთის გაძლიერების ეშინია - მონტრიოს კონვენციით, შავი ზღვის აუზის წამყვანი ქვეყნის, რომელსაც ბულგარეთზე და რუმინეთზე შეუდარებლად მძლავრი სამხედრო საზღვაო ფლოტი ჰყავს.

 თურქეთიც, რომელმაც სულ ორი კვირაა, რაც რუსეთს ბოდიში მოუხადა და მასთან ურთიერთობის დალაგება დაიწყო, სავარაუდოდ, ნატოს შავი ზღვის ფლოტის შექმნის პროექტში მონაწილეობისგან თავს შეიკავებს.

 რუმინეთის ფლოტი ძალიან პატარაა (1 წყალქვეშა ნავი, 2 ფრეგატი, 4 კორვეტი, 6 სარაკეტო კატარღა და 5 სანაღმო ტრალერი), შესაბამისად, ანგარიშგასაწევ ძალას არ წარმოადგენს.

 რაც შეეხება საქართველოს და უკრაინას, ისინი ნატოს წევრი ქვეყნები არ არიან, თანაც უკრაინას და საქართველოს სულ 17 – 17 გემი ჰყავთ (სანაპირო დაცვის კატარღების ჩათვლით). „საქართველოს არ აქვს და არც ეყოლება ფლოტი, რადგანაც ფული საკუთარი სამხედრო საზღვაო ძალების შესანახად ჩვენ არ გვაქვს“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

 სამაგიეროდ, საქართველომ და უკრაინამ ნატოს სამხედრო ფლოტის ბაზირებისთვის თავიანთი პორტები შესთავაზეს, რომლებიც გვერდიგვერდ მდებარეობენ  რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზასთან ყირიმში (ოდესის, ილიჩოვსკისა და სამრეთის)  და რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის გემებთან აფხაზეთში (ბათუმის, ფოთისა და პორტი ანაკლიის).

 ზემოხსენებული ავანტიურული პროექტის განხორციელება, რომლის დეკლარირებულ მიზანია “შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, სადაც “საფრთხეში” რუსეთის ფედერაცია იგულისხმება, მთელი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს და შეუძლია სახიფათო ინციდენტების პროვოცირება შავი ზღვის აკვატორიაში, რომელიც ორი სუპერსახელმწიფოს გემებისთვის მეტისმეტად “ვიწროა”.  რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომელიც ამასწინათ სირიაში ისლამურ სახელმწიფოსაც კი მისწვდა, ასიმეტრიულ ზომებს მიიღებს, რაც უარყოფითად აისახება ქართულ-რუსულ ისედაც რთულ ურთიერთობებზე.

“საქინფორმის” მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 9 ივლისი
საქართველო, თბილისი