უცხოეთი
კანონიერი ქურდის დავალებით სააკაშვილს დაჯავშნილი ჯიპი მოჰპარეს

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს დაჯავშნილი ავტომობილი - Toyota Land Cruiser მოპარეს.

მედიის ცნობით, ავტომობილი დამნაშავეთა ორგანიზებულმა ჯგუფმა გაიტაცა, რომლის სათავეშიც „კანონიერი ქურდი“ სერგღლონტი, მეტსახელად „გუგა“ დგას.

გამოცემის ცნობით, „კანონიერი ქურდი“ კიევში საპატიმროშია და ექსტრადიციასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯიპის გატაცებაც ამ ფაქტს უკავშირდება, რათა კრიმინალებსა და სამართალდამცველებს შორის გარკვეული გარიგება შედგეს, მანქანის დაბრუნების სანაცვლოდ კი, „გუგა“ გათავისუფლდეს.