უცხოეთი
ნატოს კონფრონტაციულ ნაბიჯებს რუსეთის მიმართ აუცილებლად მოყვება სამხედრო-ტექნიკური პასუხი - ალექსანდრე გრუშკო

  საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ნატოს კონფრონტაციულ ნაბიჯებს რუსეთის მიმართ აუცილებლად მოყვება სამხედრო-ტექნიკური პასუხი - ამის შესახებ ალექსანდრ გრუშკომ ვარშავის სამიტის წინ, კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ალიანსის ქმედებები აღმოსავლეთის მიმართულებით, სიტუაციას ართულებს, ამიტომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი არ დაირღვეს.

ვარშავის სამიტის დასრულების შემდეგ, მხარეები ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის გამართვაზე შეთანხმდნენ. ელჩების დონეზე შეხვედრა ბრიუსელში 13 ივლისს ჩაინიშნა.