საზოგადოება
რიმა ბერაძე: "კვლავაც გავაგრძელებ სიკეთის კეთებას!" - არასამთავრობო ორგანიზაციები პედაგოგების ჯანმრთელობის წინააღმდეგ?!

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. გუშინ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების” თავმჯდომარე რიმა ბერაძე აუდიტის სამსახურში იმყოფებოდა და ყველა კითხვას პასუხი გასცა.

 „საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მავალდებულებს, რომ ვიზრუნო ადამიანებზე და ხელი შევუწყო მათ კეთილდღეობას. მიმაჩნია, რომ მე არ დამირღვევია კანონი, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემ მიერ, ანალოგიურად, ძალიან ბევრი აქცია იქნა ჩატარებული და კვლავაც გავაგრძელებ სიკეთის კეთებას!“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

 აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ რიმა ბერაძისგან მიიღეს ინფორმაცია და ამ საკითხის შესწავლა დაიწყება.

 უწყებას ამ მოთხოვნით .. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" მიმართა. საქმე "ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას" ეხებამიზეზი - 200 პედაგოგისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებაა. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში აუდიტის სამსახურში საკრებულოს კიდევ ერთ დეპუტატს მოუწიოს ახსნა-განმარტების მიცემამ. ამჯერად აუდიტის სამსახურს .. არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მიმართა, რომ თედო კობახიძის მხრიდან "ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის მცდელობის ფაქტი შეისწავლოს. ამ შემთხვევაშიც საქმე პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას ეხება.

 “საქინფორმი” გაფრთხილებთ: NGO-ები სახიფათოა თქვენი ჯამრთელობისათვის!