საზოგადოება
საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან გადავიდა საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, როგორიც საქართველოს ბოლო 15 წელია, არ ჰქონია.

 „მსოფლიო ბანკის ამ კლასიფიკაციაში წინსვლა საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ჰქონია. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯის და საქართველოს ცნობადობის ამაღლების კუთხით“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 პრემიერის განმარტებით,  მსოფლიო ბანკის კლასიფიკაცია ეფუძნება თითოეული ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას.