საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. აშშ–ის პრეზიდენტობის პოსტზე ძირითადი კანდიდატი ჰილარი კლინტონი არჩევნებში გამარჯვებას შეძლებს. ამის შესახებ „როიტერის“ ცნობით, მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა.
ობამას თქმით, იგი მზადაა ესტაფეტა გადასცეს კლინტონს, რომელიც მისი მეტოქე იყო 2008 წელს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრისას. „ვიცი, რომ ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებს და ვიცი, რომ ამისთვის ძალა ეყოფა“, – განაცხადა თეთრი სახლის მეთაურმა.
ობამას განცხადებით, კლინტონი არაჩვეულებრივი სახელმწიფო მდივანი იყო და ასევე კარგად გაართმევს თავს ქვეყნის პრეზიდენტის როლს. „ეს ჩემი პირადი აზრი როდია, ეს ამერიკელი ხალხის შეხედულებაა. კლინტონის დროს პოლიტიკურმა მანქანამ წინსვლა დაიწყო. მან შესანიშნავი სამუშაო გაწია“, – განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა, რომელმაც კვლავ დასცინა დონალდ ტრამპს, გაიხსენა მისი რასისტული გამონათქვამები და აღნიშნა, რომ მას პრეზიდენტობის უნარი არ შესწევს.