სამართალი
გიორგი მღებრიშვილი აშშ-ის ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელს ვერნონ ქანანს შეხვდა

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრას ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის პროფესორი დეილ მენი, სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის კოორდინატორები და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 შს მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და INL-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული წარმატებული პროექტებისთვის, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გატარებული რეფორმების პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 ვერნონ ქანანმა გიორგი მღებრიშვილი კალიფორნიაში, სან დიეგოში, პოლიციის ხელმძღვანელ პირთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.