რედაქტორისგან
თუ მეუღლე „ქართული ოცნების“ წევრია, მასთან სექსი მოსყიდვაა?! - არნო ხიდირბეგიშვილი

 “სხვათა შორის, მეზობელ რაიონში საქმრომ პარტიის წევრი მოიტაცა!”
(კინოფილმიდან “კავკასიელი ტყვე ქალი”)

მეოცნებე პარლამენტარებმა 4 წელი პარლამენტში ისე გაატარეს, რომ საჭირო ცვლილებები კანონმდებლობაში არ შეიტანეს და აი, არჩევნები კარს მოადგა და ეს უდარდელობა წინ დაუხვდათ! „რუსთავი 2“-ის ჩასაფრებულ ჟურნაცისტებს და უშნო გოგოებსა და გაუპარსავ ბიჭებს, NGO-შნიკებს, ანუ არასამთავრობოებს რომ ვეძახით, 2012 წელს სააკაშვილის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია - ექსპროპრიაცია „ივანიშვილის სატელიტური თეფშები“ გაახსენდათ და დღეს მის წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყეს - ამჟამად ამომრჩევლის მოსყიდვაში მის მიერ დაარსებული პარტია „ქართული ოცნება“ დაადანაშაულეს.

ეს შემთხვევითობა არ გეგონოთ - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ საარჩევნო კმპანია 4 თვით ადრე გამოცხადებულყო, მაგრამ „კარალევა მარგომ“, ანუ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეს სპეციალურად გააკეთა, რათა არჩევნებამდე 4 თვით ადრე „ქართულ ოცნებას კეთილი საქმეების კეთება და ქველმოქმედება აეკრძალოს! ეს ყველაფერი ხომ აწი „ამომრჩევლის მოსყიდვად“ შეფასდება...

მაგრამ განა ამა თუ იმ პარტიის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეების მიხედვით არ უნდა იმსჯელოს მათზე ამომრჩეველმა და გადაწყვიტოს - ვის, რომელ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხმას?! თუ ნარმანიას და ბოკერიას ლამაზი თვალების გამო უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი?!

რატომ ვუკრძალავთ 4 თვით ადრე ისედაც ხელმოკლე საქართველოს მოსახლეობისთვის სიკეთის კეთებას, რომელი მხრიდანაც არ უნდა წამოვიდეს ის?! კეთილი საქმეების კეთებაში, და არა ლანძღვა-გინებაში შეეჯიბრონ ერთმანეთს „მეოცნებეებიც“, „ნაციონალებიც“ და ყველა დანარჩენი!

და არ არის აუცილებელი ფულადი საჩუქრები - ივანიშვილმა 2 მილიარდი დოლარი დახარჯა და ხალხისგან  მადლობას მაინც ვერ ეღისა, ივანიშვილზე მეტს კი პარტიები მაინც არ დახაჯავენ...

იყოს ეს უანგარო მომსახურება - ექიმებმა, იურისტებმა, ყველა პროფესიის წარმომადგენლებმა მოსახლეობას უფასო კონსულტაციები გაუწიონ იმ პარტიის სახელით, რომლის მიმართ, გაწეული კეთილი საქმიანობის გამო, სიმპათია გააჩნიათ! სად არის აქ მოსყიდვა და ნუთუ საქართველოს მოქალაქის მოსყიდვა სე ადვილია?! ანუ ქართველებს საკუთარი აზრი და შუბლის ძარღვი არ გაგვაჩნია და ვიყიდებით ბორდელის კახპა ქალებივით?! ეს ხომ ქართველი ხალხის ტოტალური შეურაცხყოფაა!

იქნებ მაშინ იმ ასეულობით ეკლესიის და კულტურული ობიექტების აღდგენა თუ მშენებლობა დავაკონსრვოთ, რომლებსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი - მეცენატი ივაიშვილი ახორციელებს საკუთარი ფულით?! იქნებ, პატარკაციშვილის „მთაწმინდის პარკი“ და რესტავრირებული ცირკიც მივაყოლოთ?! და როცა სააკაშვილი უგულავასთან ერთად ხალხის, ანუ ბიუჯეტის ფულით, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ სახელით შადრევნებს, პანტუსებსა და გზებს აშენებდა, ეს არ იყო ამომრჩევლის მოსყიდვა?! მიშას დროს ეს მშენებლობები არჩევნებამდე 4 თვით ადრე ჩერდებოდა, თუ პირიქით - მაქსიმალურად აქტივდებოდა?

ან როცა საქართველოს სახელმწიფო დროშა „ნაცმოძრაობის“ დროშად აქციეს - ეს არ იყო ამომრჩევლის მოსყიდვა?! მეტიც - მასზე ზეწოლა, რადგანაც ამით პირდაპირ მიუთითებდნენ - ვის უნდა მისცე ხმა, თუ „საქართველოს პატრიოტი“, ანუ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი ხარ!

იქნებ, დღეს ქმარსაც ეკრძალება ცოლთან სექსი, თუ ის - რომელიმე პარტიის წევრი, ან კიდე უარესი - აქტივისტია?! ჩაითვლბა თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყდვად?! დღეს, როცა საქართველოში იდიოტების რაოდენობამ კრიტიკულ პიკს გადააჭარბა (რაც სოცქსელებში ნათლად ჩანს), ამნაირი რეგულაციის მიღებასაც არ გამოვრიცხავ.

როგორც საქართველოში ქველმოქმედების კანონით აკრძალვას - ავადმყოფ, უმადურ, გამყიდველ და გონებაჩლუნგ ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს ყველა კეთილი საქმის უკან ხომ ვერაგი პოლიტიკური მიზნები ელანდება!

ჰოდა, იმას ვამბობ - ჯობდა, უსუფაშვილს პარლამენტის თავჯდომარეობის 4 წელიწადში ამ საკანონმდებლო შესწორებებისთვის და საკუთარი ცოლისთვის მიეხედა, ვიდრე ლესბოსელების, ჰომოსექსუალების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების, ანუ LGBT-ს უფლებების დაცვაზე ეზრუნა და „ანტიდისკრიმინაციულ კანონი“ გაეტანა.

„საქინფომის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 7 ივლისი
საქართველო, თბილისი

ამავე თემაზე წაიკითხეთ: „სენსაცია! „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი ა.ხიდირბეგიშვილი პროკურატურასთან თანამშრომლობს ბ. ივანიშვილის წინააღმდეგ!“