საზოგადოება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ქრისტინ მუტონენი აირჩიეს, გიგი წერეთლის წინააღმდეგ ხმა მისცეს ქართულმა და რუსულმა დელეგაციებმა

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი.  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა პირველ ტურში ვერ მოხერხდა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რისტინ მუტონენმა 91 ხმა მიიღო, გიგი წერეთელმა - 85 და ფრანგმა ალან ნერიმ - 26 ხმა.  არჩევნებში გამარჯვებისთვის, სულ მცირე, 125 ხმა იყო საჭირო.

დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობდნენ გიგი წერეთელი და კრისტინ მუტონენი. გიგი წერეთლის წინააღმდეგ ხმა მისცეს ქართულმა და რუსულმა დელეგაციებმა.