პოლიტიკა
„ასე საკითხის დასმა, რომ თუ წერეთელი ავირჩიეთ, არჩევნები გადაელოცება მიშა სააკაშვილს, სწორი არ არის“ - დავით უსუფაშვილი

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

 პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ვის მისცა ხმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე.

 „ხმა მივეცი ქალბატონ მუტონენს. რაც შეეხება დანარჩენ თემებს, მე ყველას ვუსურვებ, ცოტა უფრო ღრმად გაერკვეს საკითხებში, როდესაც საფრთხეებზე საუბრობს. EPP-ის ფრაქციის ხელმძღვანელი წერეთელი გაცილებით თავისუფალია თავის ქმედებებში, ვიდრე ვიცე პრეზიდენტი წერეთელი ამავე ორგანიზაციაში. იმიტომ, რომ როდესაც პოლიტიკური ფრაქციული პოსტი უკავია ამა თუ იმ პირს, მას შეუძლია, იყოს მიკერძოებული და უნდა იყოს მიკერძოებული. როდესაც თვითონ ინსტიტუციის ხელმძღვანელის ფუნქცია ეკისრება, მას დამატებითი ბარიერები უჩნდება თავისივე კოლეგების მხრიდან, რომ არ იყოს ისეთი მიკერძოებული, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ აქ ასე ცალსახად საკითხის დასმა, რომ თუ წერეთელი ავირჩიეთ, ქვეყანა დაიქცევა და საქართველოს არჩევნები გადაელოცება მიშა სააკაშვილს, ასე არ არის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.