პუბლიკაციები
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე თბილისის დეკლარაცია დაამტკიცეს

 ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25 სესიის დასკვნით, პლენარულ სხდომაზე ევროპელმა დეპუტატებმა თბილისის დეკლარაცია დაამტკიცეს.

დოკუმენტში შედის ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია -"კონფლიქტი საქართველოში".

თბილისის დეკლარაციას 122 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 6 წინააღმდეგი იყო, 7-მა კი თავი შეიკავა.

რაც შეეხება რეზოლუციას, რომელიც დეკლარაციაში შევიდა, იგი 17-პუნქტისგან შედგება და მასში ნათქვამია - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა:

1. ადასტურებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების ეუთო-ს ყველა ნორმის, პრინციპისა და ვალდებულების, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, პარიზის ქარტიის, 1992 წლის ჰელსინკის დეკლარაციის, 1994 წლის ბუდაპეშტის დოკუმენტის, 1996 წლის ლისაბონის დოკუმენტის და 1999 წლის სტამბოლის სამიტზე მიღებული ევროპის უსაფრთხოების ქარტიისმიმართ სრულ მხარდაჭერას,

2. იხსენებს, რომ ეუთო, რეგიონული შეთანხმების მიხედვით, გაეროს ქარტიის მე-8 თავის შესაბამისად, წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას თავის რეგიონში არსებული უთანხმოებების მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებში,

3. ხელახლა უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერინტეტსა და ტერიტორიულმთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,

4. ხაზს უსვამს ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად, მოლაპარაკების გზით გადაჭრისათვის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის გაერო-ს წესდების, პოლიტიკური ვალდებულებების მქონე ჰელსინკის დასკვნითი აქტის სრული პატივისცემის პირობებში და ყოველგვარი ესკალაციის, მუქარისა და ძალის გამოყენებისპრევენციით,

5. ხაზს უსვამ სჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ერთადერთ ფორმატს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად,

6. გამოხატავს მწუხარებას, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებისა, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფას და საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის მიმართ, ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების გამოყენებით, ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის პოლიტიკის განხორციელებას,

7. ითვალისწინებს მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში

8. გამოხატავს შეშფოთებას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომლებიც მუდმივად არიან მოკლებულნი მათი წარმოშობის ადგილზენებაყოფლობით, უსაფრთხოდ, ღირსეულად და შეუფერხებლადდაბრუნების შესაძლებლობას, ისევე როგორც საკუთრების უფლებას,

9. გმობს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და მიწაყრილების აღმართვის პროცესს, რითაც ხდება ადგილობრივი მოსახლეობის ერთმანეთისგან გაყოფა და მათი ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების ხელყოფა. მათ შორის, და არა მხოლოდ, ისეთი უფლებების, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ოჯახის, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების და სხვა სამოქალაქო და ეკონომიკური უფლებების,

10. ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2009 წლიდან, საქართველოში ეუთო-ს მისიის და საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის (UNOMIG) დახურვის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) არის ადგილზე მყოფი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმი, რომელიც სამწუხაროდ ვერ ახერხებს სრულად განახორციელოს მინიჭებული მანდატი, ვინაიდან შეზღუდული აქვს წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონზე.

11. მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები, სრულად და კეთილსინდისერად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შესახებ შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,

12. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიწვიოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მოუწოდებს ეუთო-ს გერმანიის თავმჯდომარეობას, კონფლიქტების პრევენციის ცენტრთან ერთად, გააგრძელოს საქართველოს მთელს ტერიტორიაზს ეუთო-ს მისიის არსებობის აღდგენის საშუალებების ძებნა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ეუთო-ს ჩართულობას, როგორც ჟენევის საერთასორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში,ასევე ნდობის აღგენის მექანიზმის იმპლემენტაციის პროცესში.

13. მოუწოდებს კონფლიქტში მონაწილე მხარეებს კონსტრუქციული ჩართულობისკენ, რათა მოხდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევა,

14. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული პირობის საპასუხოდ, შეასრულოს ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი ვალდებულება. მოუწოდებს კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს, პატივი სცენ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტს და ყურადღება მიაქციონ უმცირესობათა ლეგიტიმურ პრობლემას.

15. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ დაუშვას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნება მათი წარმოშობის ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა და შესაძლებელი გახადოს ადგილზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის განხორციელება;

16. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუშვას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გამოყენება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უზრუნველყოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) შეუფერხებელი წვდომა;

17. მოუწოდებს ეუთოს გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით.