საზოგადოება
„ლევანი მიშას ჩამოსვლის საწინდარია!“ – სანდრა რულოვსი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი მალე საქართველოში ჩამოვა

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. განცხადება ამის შესახებ სანდრა რულოვსმა ბათუმში გააკეთა, სადაც ის ლევან ვარშალომიძესთან ერთად პიაცაზე იმყოფებოდა.

 "ლევანის ჩამოსვლას ჩემთვის სიმბოლური ფორმა აქვს, მიშას ჩამოსვლის საწინდარია. მე მგონი, ჩამოვა, თუ ხალხს უნდა", - აცხადებს რულოვსი.

 „დავდიოდი პროკურატურაში 2012 წლიდან. დღესაც ვარ მზად, ვუპასუხო მათ შეკითხვებს. მე ჩამოვედი ჩემს გუნდთან და მოქალაქეებთან… ერთად ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

 დამისახელონ ერთი პროექტი, რაც 2012 წლიდან აჭარაშია განხორციელებული. ქალაქის ცენტრალური ნაწილი შემოვიარე, ხვალ გარეუბნებს შემოვივლი. რაც ვნახე, ბათუმი გაჩერებულია. არჩევნების მეორე დღესვე დაიწყება ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც 2011 წელს იყო დაგეგმილი. გაჩერებული დიდი პროექტების რაოდენობა 50-ზე მეტია. ამ 4 წელში უფრო მეტი იდეა მოგვივიდა.

 ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველაფერი გაკეთდეს ხალხთან ერთად. ყველაფერი იქნება გათვლილი აჭარის მოსახლეობაზე. გაკეთებული პროექტები კი პირდაპირ უნდა აისახოს თითოეულ ადამიანზე", - განაცხადა ვარშალომიძემ “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში.

 აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში 2 წლის შემდეგ დაბრუნდა. სარფში ვარშალომიძეს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, თანაპარტიელები, ოჯახის წევრები და მეგობრები საქართველოს დროშებით და შეძახილებით დახვდნენ.