საზოგადოება
აჭარის „გამათავისუფლებელმა“ ლევან ვარშალომიძემ თურქეთიდან ქართულ მიწაზე დადგა ფეხი და სანდრას მკლავებში აღმოჩნდა (ვიდეო)

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ლევან ვარშალომიძეს სარფში ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ. ვარშალომიძემ საზღვარი გუშინ გადმოკვეთა. მხარდამჭერებს ლევან ვარშალომიძემ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „გამარჯვების დრო დადგა“ (ვიდეო იხ. აქ).

 სარფში მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ჩასვლას დილიდან ელოდნენ. სარფში იმყოფებოდა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსიც, რომელიც აგერ უკვე მესამე დღეა, მას გვერდიდან არ შორდება.

 შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საქართველოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.