საზოგადოება
84% მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, 8% - არ მიიღებს, 41% მომავალ პრემიერად გიორგი კვირიკაშვილს ხედავს

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  შიდაპარტიული კვლევა საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში  გამოკითხულია 1 500 ადამიანი.  კვლევა ჩატარდა 18-25 ივნისის პერიოდში. 
შეკითხვაზე - აპირებთ თუ არა მონაწილეობის მიღებას საპარლამენტო არჩევნებში? - გამოკითხულთა 84% უპასუხა "დიახ", 8% - "არა", ჯერ არ გადაუწყვეტია 7%-ს, უარი პასუხზე - 1%.
 შეკითხვაზე - თქვენი აზრით, პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ვინ უფრო მოახერხებს არსებული პრობლემების რეალურ მოგვარებას? - 41% ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს.