საზოგადოება
საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საერთაშორისო ღონისძიებაა

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი.  საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობა, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება იყო  საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის  შეხვედრის მთავარი თემები. მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე და  დაგეგმილ დემოკრატიულ  რეფორმებზე და ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე. ხაზი გაესვა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ პროცესში გერმანიის მხარდამჭერ როლს.

საუბარი შეეხო 2016 წლის საპარლამენტო  არჩევნებს. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა არჩევნების სამართლიან, ღია და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და გადადგმულია ძირეული ნაბიჯები დემოკრატიის კუთხით. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო პროცესში საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე.