უცხოეთი
საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთს სურს, რომ ქართულ მხარესთან საზღვრის დემარკაციის ერთობლივი კომისია შექმნას.
ამის შესახებ ოსურის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განაცხადა.
მისი თქმით, კომისიის შექმნა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო.
„ვიმედოვნებთ, რომ შეიქმნება ერთობლივი ქართულ-ოსური კომისია იმ მიზნით, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია მოხდეს. ეს საკითხი მოხსნის უამრავ პრობლემას“, - განაცხადა სანაკოევმა.