საზოგადოება
სტრასბურგის მოსამართლე საქართველოდან - „ნაცმოძრაობის“ წევრი ნონა წოწორია ყველა ნაციონალს გაამართლებს!

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. ”უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებს ეხმიანება და იქ მყოფ მოსამართლე ნონა წოწორიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

 “სანამ გირგვლიანების მთელი ოჯახი, ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძე არ გარდაიცვალნენსულხან მოლაშვილი კი სიკვდილის პირას არ მივიდა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მათ მიერ წლების წინ შეტანილ საჩივრებზე  გადაწყვეტილება არ გამოიტანა. ამ დროს დიდი ლოდინი არ დასჭირვებია ვანო მერაბიშვილს, რომლის მოთხოვნები  სტრასბურგმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი, ჩემი აზრით, 2004-2008 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე და ვანო მერაბიშვილის კადრი ნონა წოწორიაა, რომელიც 2008 წელს 9 წლით გაამწესა სააკაშვილმა მოსამართლედ სტრასბურგში საქართველოს სახელით. სირცხვილი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იყოს ადამიანი, ვინც ანმტკიცებდა სააკაშვილის  ჯალათურ სისტემას.

 მერაბიშვილის საქმე, სხვა მოსამართლეებთან ერთად, სწორედ მერაბიშვილისა და ადეიშვილის  კადრმა  ნონა წოწორიამ განიხილა.  წოწორიას სტრასბურგში ვადა 2017 წელს ეწურება, ამიტომ  ჩვენ  შესაძლოა ვიხილოთ გამამართლებელი გადაწყვეტილებები ახალაიას, უგულავას და ნაცმოძრაობის სხვა წევრთა საქმეებზე, რადგან წოწორია პირველ რიგში ანგარიშვალდებული ნაცმოძრაობის წარმომადგენლების წინაშეა”