აქტუალური
ნატო, შავი ზღვის რეგიონის გასაკონტროლებლად, საქართველოში თავის სამხედრო ყოფნას გააძლიერებს

  საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი.  ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვარშავის სამიტის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

 “ნატო გააგრძელებს აღმოსავლეთით თავისი პარტნიორების - უკრაინის, საქართველოსა და მოლდვის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მდგრადობის განმტკიცებას, რათა მათ გარე ზეწოლას გაუძლონ და რეფორმები გააგრძელონ. ნატო გააძლიერებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას დახმარების ყოვლისმომცველი პაკეტით. ის გააძლიერებს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს”,  - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

 „ნატო გააგრძელებს მჭიდრო მუშაობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და საქართველო, რომლებსაც  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”, - ნათქვამია, ასევე, ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში.