აქტუალური
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი.  პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მცხოვრები 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი სავარაუდოდ საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა.

ოჯახი კომენტარს არ აკეთებს. ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ შეიტყვეს ბორჩაშვილის გარდაცვალების შესახებ, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ. მათივე თქმით, ახალგაზრდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ის თურქეთში სამუშაოდ იყო წასული და როდის გადავიდა სირიაში, არ იციან.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში საბრძოლველად პანკისის ხეობიდან 50-მდე ახალგაზრდაა წასული.