უცხოეთი
საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის პრემიერ–მინისტრმა ბინალი იილდირიმმა განაცხადა, რომ რუსეთს ჩამოგდებული Су-24–თვის კომპენსაციას არ გადაუხდიან.
„კომპენსაციაზე საუბარი არ ყოფილა, თურქეთმა მხოლოდ ბოდიში მოიხადა“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
იილდირიმმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად რუსი პილოტის დაღუპვაში სავარაუდო დამნაშავე პირის მიმართ სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.
უწინ თურქეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა ტელეარხ TRT–ის ეთერში რუსული ბომბდამშენი Су-24–ის ჩამოგდებისთვის კომპენსაციის გადასახდელად ანკარის მზაობის შესახებ განაცხადა.