უცხოეთი
საფრანგეთი ბრიტანეთს მიგრანტების შესევით ემუქრება

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. საფრანგეთის ხელისუფლება ბრიტანეთთან იმ მიგრანტების გადაადგილებაზე კონტროლის შესახებ შეთანხმების გაუქმებით იმუქრება, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მოხვედრას ლა–მანშის გავლით ცდილობენ. თუ ეს მოხდება, Brexit ვერ შეძლებს ლტოლვილების ნაკადის შეზღუდვას, რომლესაც ახლა საფრანგეთი თავისთან აკავებს.

 საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ Le Touquet–ის შეთანხმების გადახედვის აუცილებლობაზე, რომელსაც ხელი მოეწერა პარიზსა და ლონდონს შორის 2003 წელს და საშუალებას აძლევს ბრიტანელ მესაზღვრეებს, გააჩერონ ლა–მანშიდან შესული მიგრანტები საფრანგეთის ტერიტორიაზე. სწორედ ამ შეთანხმების წყალობით, ბრიტანეთში მოხვედრაზე მეოცნებე ათასობით ლტოლვილი ახლა პა–დე–კალეს დეპარტამენტის საიმიგრაციო ბანაკებში იმყოფება. თუმცა, ბრიტანული რეფერენდუმის შედეგები ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ყველაფერს ცვლის, მიაჩნია საფრანგეთის ხელისუფლებას და ახლა ბრიტანელებმა თავად უნდა აგონ პასუხი მიგრანტების ნაკადებზე, რომლებიც მათკენ მიემართებიან.