აქტუალური
მინისტრ ხიდაშელის სრული ლუსტრაცია მისი გათავისუფლების წინ მოხდა (საქინფორმი)

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის საბოლოო ლუსტრაცია მის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა – გადაწყვეტილებით, გააუქმოს სავალდებულო სამხედრო სამსახური, როგორც „მონური შრომა 7 ლარად!“, ამასთან, „სასწრაფო სამსახურის ჯარისკაცს ნატოს მისიებში ვერ გააგზავნი“, თინა ხიდაშელმა დაამტკიცა მისი სრული იდენტურობა სააკაშვილთან. თავდაცვის მინისტრი არც უწინ მალავდა, რომ შვილებს სამშობლოს დამცველებად არ ზრდიდა და მარტო იმაზე ოცნებობდა, რაც შეიძლება მალე გაეგზავნა ისინი აშშ–ში! დღეს კი მან თითოეულ ჭაბუკს – საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციური უფლება წაართვა – მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი სამშობლოს წინაშე!

 თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. პრემიერ–მინისტრი მიიჩნევს, რომ საკითხი მთავრობამ და უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს.

 „ეს იყო სააკაშვილის დროს მიღებული მიმართულება, რომ საქართველოში, შემდეგ უკვე იმპლემენტაციის გეგმის თანახმად, უნდა გაუქმდეს საყოველთაო გაწვევა. მაგრამ ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებები არის მრავალგანზომილებიანი და მოიცავს არაერთი უწყების ჩართულობას, ასევე, ვფიქრობ, რომ ფინანსებთან არის ეს დაკავშირებული, ასეთი გადაწყვეტილებების გახმოვანება არ ხდება ხოლმე წინასწარი, მინიმუმ, ტექნიკური მომზადების გარეშე. რა თქმა უნდა, ის, რომ ზოგადად ჩვენ მივდივართ ამ მიმართულებით, ცნობილია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებზე თუ პრესბრიფინგებზე. მე მგონია, რომ ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ და თინასაც ვურჩევ, ჯობს, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.