უცხოეთი
საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. რომის პაპის სომხეთში ვიზიტი დასრულდა. სამი დღის განმავლობაში პონტიფიკოსი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა, ორ ლიტურგიას დაესწრო და თურქეთის საზღვართან მდებარე მონასტერი მოინახულა, სადაც პაპმა არარატის მთის მიმართულებით, სიმბოლურად, მშვიდობის მტრედი გაუშვა.
ერევანში პაპმა 1915 წელს დაღუპული ეთნიკური სომხების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ვიზიტისას პაპმა თურქების მიერ სომხების მასობრივ მკვლელობას „გენოციდი“ უწოდა და კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება 1915 წლის მოვლენების მიმართ.