საზოგადოება
ალექსანდრე ჯეჯელავა: „კომბლე ცუდი მეცხვარეა“

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. განათლების ახალი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას აზრით, კომბლე ცუდი მეცხვარეა.

 "ჩვენ ვართ ძალიან დელიკატური კულტურა, რომელმაც დაბადა კომბლე. კომბლე ცუდი მეცხვარეა, რომელსაც ერთხელ მიუთითეს, რომ ცუდი მეცხვარეა და კომბალი ჩასცხო თავში. უფროსზე როცა ვლაპარაკობთ, მე ერთი უფროსი არ მყავს, მე საზოგადოების დაქირავებული ვარ, ყოველი მოქალაქის და, შესაბამისად, კომბალს შესაძლოა ველოდე ნებისმიერი მხრიდან", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "დრო."

 მისივე თქმით, განათლების სისტემაში რამდენიმე პრობლემაა და მათ საკუთარი ლექციის ამონარიდში გომბეშოებს უწოდებს.

 "ვფიქრობ, რომ რამდენიმე გომბეშოა ჩვენს განათლების სისტემაში. ერთი და ტაქტიკური ხასიათის, მოკლევადიანი, უდავოდ არის უნივერსიტეტში, და არა მარტო თვითმმართველობა, არამედ განათლების სამინისტროც უნდა ევოლუციონირებდეს გარემოსთან ერთად. ჩვენ რომ ავიღოთ 2016 წლის საქართველო და მასში ჩავდგათ 1996 წლის განათლების სამინისტრო, დავიღუპებით. სტუდენტების მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვაში - ეს საკონსტიტუციო ჭეშმარიტებაა", - განაცხადა ჯეჯელავამ.