აქტუალური
"თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება პოლიტიკურად უპასუხისმგებლოა!" - ირაკლი სესიაშვილი

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმებას არ ეთანხმება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. დეპუტატი თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად უპასუხისმგებლოს უწოდებს.

 “მას მინისტრობამდე ორი კვირა დარჩა და ასეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას იღებს და ამბობს: მომავალ მინისტრს თუ არ მოეწონება, გააუქმოს. ეს არ არის სწორი ქმედება, მით უფრო, რომ შეთანხმებული არ ყოფილა არც პრეზიდენტთან, არც უშიშროების საბჭოსთან, არც პრემიერთან და არც თავდაცვის კომიტეტთან. ის ამბობდა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ სურდა, ჩვენ ყველანი ვამბობდით, რომ საჭირო იყო“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.