უცხოეთი
საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერმა ტელეარხ NDR–თან ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების რისკზე ისაუბრა.
„საფრთხე იმისა, რომ ესკალაციამ შესაძლოა საომარი მოქმედებები გამოიწვიოს, დღეს უფრო მაღალია, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში“, – განაცხადა იშინგერმა.
გერმანელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში არ ღირს იმ პოლიტიკაზე დაყრდნობა, რომლის საფუძველშიც „სამხედრო ძალის დემონსტრაცია“ ძევს.
იშინგერის განცხადებით, დასავლეთმა უნდა გამოხატოს „მზაობა დიალოგისათვის, დეესკალაციისა და ნდობის აღდგენისათვის“. მისი თქმით, დეესკალაციისკენ გადადგმული ამგვარი ნაბიჯი იქნებოდა რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღება.