საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიიპ ერდოღანის განცხადებით, ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით, ევროკავშირის განვითარების ახალი ეტაპის დაწყებაა.
ამის შესახებ ერდოღანმა სტამბოლში გამოსვლისას განაცხადა.
„მსოფლიოსთან ერთად ველოდებოთ რომ ბრიტანეთი იტყოდა „კი“-ს, თუმცა რეფერნდუმის შედეგი სხვაგვარი აღმოჩნდა. ბრიტანელების ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირს განვითარების ახალი ეტაპი დაეწყო“,-აღნიშნა ერდოღანმა.
მისი თქმით, „დიდი ხანია ევროკავშირი უმრავ თემასთან დაკავშირებით, საკუთარი ფასეულობების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა“.
„თუ ევროკავშირი საკუთარ საქციელს არ შეცვლის, მას გასვლის სხვა შემთხვებიც ელოდება“,-განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
ბრიუსელის ერთ-ერთი შეცდომის მაგალითად მან, ევროპაში ისლამოფობიისა და შეუწყნარებლობის ზრდა დაასახელა.
„ერთხელ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მითხრა, რომ ევროკავშირი თურქეთს არ მიიღებს, იმიტომ ის მუსლიმური ქვეყანაა. ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ. მაგრამ როგორ მიგვიღეს მაშინ ნატო-ში? მან თქვა, რომ ალბათ შეცდნენო“,-განაცხადა ერდოღანმა.