საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ბრიუსელი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ოფიციალური განაცხადის მიღებას რაც შეიძლება მალე ელის. ამის შესახებ ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია საუბარი .
განცხადებას ხელს აწერენ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე.
ევროკავშირის ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ ბრიტანეთი ამ პროცეს არ შეაყოვნებს.
"თავისუფალ და დემოკრატიულ პროცესში ბრიტანელმა ხალხმა გამოხატა თავისი სურვილი, დატოვოს ევროკავშირი. ჩვენ ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, თუმცა პატივს ვცემთ მას. ეს უპრეცედენტო ვითარებაა, თუმცა ჩვენ ერთიანი ვართ რეაგირებაში. ვიმედოვნებთ, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის პარტნიორი დარჩება", - ნათქვამია განცხადებაში.