აქტუალური
CNN: ბრექსიტმა პუტინი არ გააკვირვა - ბრიტანელები სუსტი ეკონომიკების “გამოკვებით”დაიღალნენ

  საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინი დუმდა, სანამ ბრიტანელებმა რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გამოსვლას არ დაუჭირეს მხარი, ახლა კი გრძნობებს აღარ თოკავს, - აღნიშნავს CNN. მისი აზრით, ინგლისელებმა გამოსვლას იმიტომ დაუჭირეს მხარი, რომ "დაიღალნენ სუსტი ეკონომიკების გამოკვებით" და არასაკმარისად მიიჩნიეს მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებები.

 CNN-ის უფროსი საერთაშორისო კორესპონდენტი მეთიუ ჩანსი: "რეფერენდუმის შესახებ დებატების დროს დარჩენის მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ ვლადიმერ პუტინს მართლაც გაუხარდება, რომ ბრექსიტი იქნება, ანუ ხმის მიცემა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის სასარგებლოდ. კრემლი კი ამისგან თავს ყოველთვის შორს იჭერდა...

 პუტინმა თქვა, რომ ბრიტანელი ხალხი, პირველ ყოვლისა, დაიღალა "უფრო სუსტი ეკონომიკების გამოკვებით და დაფინანსებით". ანუ ეს კრიტიკული გამოხდომაა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც დიდი ბრიტანეთია - მდიდარი ჩრდილოევროპული ეკონომიკა - ფაქტობრივად, სუბსიდირებას უნდა უწევდეს ევროკავშირის შედარებით სუსტ ეკონომიკებს.

 პუტინმა განაცხადა, აგრეთვე, რომ მისი აზრით, ბრიტანელი ხალხი არ დააკმაყოფილა მასშტაბური მიგრაციული კრიზისის ფონზე უსაფრთხოების სფეროში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა. და პუტინმა კვლავ კრიტიკულად შეაფასა ევროკავშირის ქმედებები მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით. მას ეს იმის ერთ-ერთ მიზეზად მოჰყავს, რომ ბრექსიტის მიხედვით კენჭისყრამ ამგვარი შედეგი მოიტანა. 

https://russian.rt.com/inotv/2016-06-24/CNN-Kommentiruya-breksit-Putin-raskritikoval