რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „დაშლილი ევროკავშირის ქვეყნები დიდ ევრაზიულ კავშირში შევლენ, რომელიც პუტინმა ბრექსიტამდე ერთი კვირით ადრე შესთავაზა!“

 "ხომ ითხარი - გაფრინდებიან მეთქი, შე გალსტუკიანო?!"
(რ. გაბრიაძისა და ე. შენგელაიას კინოფილმიდან „შერეკილები“)

 2016 წლის 23 ივნისს დიდმა ბრიტანეთმა - ამერიკისა და ევროპის აკვანმა - ხელოვნურად შექმნილი ევროპული კავშირი დატოვა. ანგლოსაქსებში თვითგადარჩენის ინსტინქტმა გაიღვიძა - მათ არ ისურვეს ანგლოსექსებად გადაგვარება მეძავი ძველი ევროპის დასავლური ლგბტ-ფასეულობების გამო, არ ისურვეს ინგლისისა და ინგლისელ ქალთა გაუპატიურება ისლამისტ-ტერორისტ-მიგრანტების მიერ, დაიღალნენ ახალი ევროპის მათხოვარი ქვეყნების შენახვით საკუთარი შრომითა და გირვანქა სტერლინგით!

 დიდი ბრიტანეთის გასვლით ევროკავშირის დაშლა დაიწყო - მალე მას ბრესიტების შედეგად დანარჩენი ქვეყნებიც დატოვებენ და სათითოდ გაწევრიანდებიან დიდ ევრაზიულ კავშირში. ბილდერბერგის კლუბთან დაახლოებული კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, შვედეთის, იტალიის, საბერძნეთის, ფინეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების პოლიტიკური ლიდერები და უმსხვილესი ბანკირები დახურულ რეჟიმში აპირებენ „დიდი ევრაზიის“  პროექტის - დიდი ევრაზიული კავშირის შექმნის განხილვას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მათ დიდ ბრიტანეთში ბრექსიტამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე - 2016 წლის 17 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე შესთავაზა.

 პროექტი ითვალისწინებს ევროპული კავშირის ქვეყნების (ახლა უკვე მინუს დიდი ბრიტანეთი), ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების (რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი), შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების (ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი პლუს კანდიდატები - ინდოეთი და პაკისტანი), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის ქვეყნების (ბრუნეი, ვიეტნამი, ინდონეზია, კამბოჯა, ლაოსი, მალაიზია, მიანმა, სინგაპური, ტაილანდი, ფილიპინები) გაერთიანებას ერთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, საბაჟო, ჰუმანიტარულ და კულტურულ სივრცეში.

 დიახ, კონტინენტური პროექტი „დიდი ევრაზია“, შესაძლოა, უახლოესი პერსპექტივა არ არის, მაგრამ გაცილებით უფრო ახლოსაა, ვიდრე საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა, რომელსაც პერსპექტივა საერთოდ არ გააჩნია.

 და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის დაშლით ევროატლანტიკური სამხედრო ალიანსიც დაიშლება, რომლის არსებობას ისედაც ხელოვნურად ახანგრძლივებენ - ნატო ხომ დიდი ხანია, მარტო ამერიკულ ინტერესებს ემსახურება, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი იყო ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისა და საბჭოთა კავშირის საპირწონედ, რომლებიც 1991 წლიდან არ არსებობენ!

 ცუდია, რომ ევროკავშირიდან გასვლით დიდი ბრიტანეთი შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას დაკარგავს, როგორც საქართველომ დაკარგა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საბჭოთა კავშირიდან გასვლის გამო.

 კარგია, რომ ბრექსიტს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ბრექსიტიც მოჰყვება, რადგანაც ბრესიტი (BREXIT) ნიშნავს რეფერენდუმს, რომელიც ყველაფერს ცვლის!

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
საქართველო, თბილისი
2016 წლის 24 ივნისი,
თბილისის დროით 18:00 ს.