უცხოეთი
მედია: კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა შშ–სგან ჯარების გაყვანას მოითხოვს

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. აუცილებელია აშშ–მა დაუყოვნებლივ განახორციელოს ჯარების გაყვანა სამხრეთ კორეიდან, ასევე გაიტანოს ბირთვული იარაღი ამ რეგიონიდან. ამის შესახებ კორეის ცენტრალური სატელეფონო სააგენტოს კომენტარშია ნათქვამი, რომელიც გაზეთ „ნოდონ სიმუნ“–ში გამოქვეყნდა.

მასში აღნიშნულია, რომ აშშ–ის პროვოკაციული მოქმედებები „უკიდურესად სახიფათო ვითარებას ქმნის კორეის ნახევარკუნძულზე“. განსაკუთრებული აღშფოთება ფხენიანში ამერიკული მოიერიშე ატომური წყალქვეშა ნავის – „მისისიპის“ სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში შესვლამ გამოიწვია, რომელიც აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით; ასევე მის საჰაერო სივრცეში 17 ივნისს განხორციელებულმა მანევრებმა სტრატეგიული ბომბდამშენების – B-52 მონაწილეობით.

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა გააგრძელებს თავისი ბირთვული პოტენციალის ზრდას მანამდე, სანამ აშშ ახორციელებს მტრულ პოლიტიკას სახალხო რესპუბლიკის მიმართ და ახანგრძლივებს თავის სამხედრო ყოფნას სამხრეთ კორეაში“, – აცხადებს სააგენტო.