პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო იქმნება

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს პრომოციას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაფინანსდა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.

 „ამ პროცესის კიდევ უფრო დახვეწისა და კერძო სექტორის ჩართულობის მიზნით იქმნება საბჭო, რომელშიც შევლენ როგორც მთავრობის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები და მათთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტირების პროცესის პარალელურად, მოხდება მომავალი წლის კალენდრისა და დასაფინანსებელი ღონისძიებების პრიორიტეტების განსაზღვრა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სასტუმრო ქსელების, ისე ტურისტებისთვის წინასწარ იყოს ცნობილი, როგორი კულტურული და გასართობი კალენდარი იქნება ქვეყანაში, რათა დაგეგმონ საკუთარი აქტივობები და მეორე მხრივ, ტურიზმის ადმინისტრაციამ დაგეგმოს საქმიანობა ასეთი ტიპის ღონისძიებების ხელშესაწყობად.