აქტუალური
„საქართველოს შეუძლია ნატოსთვის ბალტიისპირეთის მომდევნო ეტაპი გახდეს!“ - თინა ხიდაშელი

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. „საქართველო ოპტიმისტურად არის განწყობილი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომლის სამიტი ვარშავაში 8 და 9 ივლისს გაიმართება“, - ამის შესახებ სააგენტო ფრანს პრესს სამშაბათს, 21 ივნისს პოლონეთის დედაქალაქში მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განუცხადა და მაგალითად მონტენეგროს გაწევრიანება და აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს გაძლიერება დაასახელა.

 „ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ალიანსის ყოფნას აძლიერებს, სადაც როტაციის პრინციპით ოთხ ბატალიონს აგზავნის. მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს და ბუნებრივია, ეს იმედს მატებს საქართველოს მსგავს ქვეყნებს: ჩვენ შეიძლება შემდეგი ვიყოთ, ნატოსთვის შემდეგი ეტაპი“, - აღნიშნა ხიდაშელმა.