უცხოეთი
პუტინის მკაცრი საუბარი ერდოღანთან ურთიერთმუქარით დასრულდა

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. როგორც საინფორმაციო პორტალი „Реальные Новости“ იუწყება, სკანდალურმა თურქეთის ლიდერმა პირველად დიდი ხნის განმავლობაში სატელეფონო ზარი განახორციელა თავის რუს კოლეგასთან, რათა რეგიონში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე, კერძოდ კი, სირიის კონფლიქტზე ემსჯელათ.

 თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიპ ერდოღანმა, რომელმაც აგრესიული სიტყვიერი თავდასხმები განაახლა სირიის მმართველი ბაშარ ასადის მისამართით, განუცხადა რუს კოლეგას, რომ თურქეთმა მიაღწია იმ ზღვარს,როცა მეტად ვეღარ დარჩება გულგრილი ომით შეპყრობილ არაბულ ქვეყანაში „ადამიანური კატასტროფის მიმართ. თუმცა ერდოღანის გასაკვირად, პუტინი განრისხდა და მკაცრად გააფრთხილა თურქეთის პრეზიდენტი სირიის სახელმწიფო საქმეებში მისი ჩარევის შედეგების შესახებ.

 „ბატონო პრეზიდენტო, ჩემი სიტყვების ინტერპრეტაცია შეგიძლიათ ისე მოახდინოთ, როგორც გსურთ, მაგრამ მოსკოვი ქრისტიანებს არ მიატოვებს სირიაში“, – განუცხადა პუტინმა ერდოღანს.