აქტუალური
აფბა: ხელისუფლება კომერციულ სექტორს „გაზპრომთან“ თანამშრომლობას ვერ შეუზღუდავს

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ეხმაურება ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რუსულ „გაზპრომსა“ და შპს „გასკო+“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.

 „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, გააფორმოს განმცხადებელთან ხელშეკრულება ან წერილობით აცნობოს განმცხადებელს დასაბუთებული უარი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების განხორციელებისათვის ხელშემშლელი ტექნიკური პირობის არსებობის შესახებ.

 ტრანსპორტირების კომპანიას ბუნებრივი აირის გატარების ტექნიკური ხარვეზები არ გააჩნია, შესაბამისად, ტრანსპორტირების კომპანიას შპსგასკო+“-სთვის უარის თქმის საფუძველი არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ აღნიშნული კანონმდებლობის თანახმად, ხელისუფლებას ამ გარიგების ჩაშლის ბერკეტი არ გააჩნია“, - განაცხადა, კერძოდ, ანდრია გვიდიანმა.

 „გარკვეული პოლიტიკური ძალებისა და მათთან ასოცირებული მედია საშუალებების მხრიდან საკითხის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა, რამდენადაც „გაზპრომის“ მხრიდან რომელიმე კომერციულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ვერ გახდება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დამაზიანებელი ფაქტორი“, - აღნიშნა აფბა-ს ანალიტიკოსმა.